პრემია ”ოსკარი” ნომინაციაში საუკეთესო რეჟისურა ალფონსო კუარონს ერგო
კინოპრემია „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო რეჟისურისთვის მექსიკელი ალფონსო კუარონი დაჯილდოვდა. მან შავ-თეთრი ფილმი “რომა” გადაიღო.
ალფონსო კუარონის ფილმი ასევე საუკეთესო ოპერატორობისთვის დაჯილდოვდა. ფილმმა ასევე ნომინაციაში “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი” გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ფილმი პლატფორმა Netflix-ის მეშვეობით გადაიღეს. საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში ასევე დაჯილდოვდნენ: სპაიკ ლი, პაველ პავლიკოვსკი, იოგროს ლანტიმოსი, ალფონსო კუარონი, სემ როქუელი.
ცნობისთვის, ლოს-ანჟელესში კინოპრემია “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პირველად, ბოლო 30 წლის განმავლობაში ცერემონია წამყვანის გარეშე ჩატარდა.