პრაღის „სკლენაკის“ გალერეაში „ქართული ეროვნული სამოსის“ გამოფენა გაიხსნა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრაღის “სკლენაკის” გალერეაში გაიხსნა გამოფენა “ქართული ეროვნული სამოსი”, რომელიც 30 მაისამდე გასტანს.

📍ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გამოჩენილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ესკიზების ასლები და ასევე, ქართული ეროვნული კოსტუმები. გამოფენა ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
📍საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის პრაღა 6 მერიის მრჩეველს სტრატეგიული განვითარების და ძეგლთა დაცვის საკითხებში ქალბატონ ევა სმუტნას, საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურ დირექტორს ბატონ გიორგი კალანდიას, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულს ბატონ ონდრეი სვობოდას და “ნაციონალური სამოსის სახლის” ხელმძღვანელს ქალბატონ ეკატერინე ჯავახიშვილს მხარდაჭერისა და გამოფენის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...