“პოტერია” – სოციალური საწარმო, სადაც ყოფილი პატიმარი ქალები ჯადოსნურ კერამიკულ ნივთებს ქმნიან (ფოტორეპორტაჟი)

თბილისის ძველ უბანში, სადაც სახლებს ქალაქის ისტორია ახსოვთ, ერთი სარდაფის ისტორიაც დაემატა.

ეს “პოტერიას ისტორიაა”, – პატარა სახელოსნოსი, რომელიც ორ კეთილ საქმეს ემსახურება: პირველი – სოციალურს ანუ იმ ქალებს ასაქმებს, ვინც გისოსების მიღმა აღმოჩენილან და აღარასოდეს იქ არ უნდა დაბრუნდნენ და მეორე – ქართული კერამიკის ტრადიციების განვითარებას.

“პოტერიაში” თუ შეხვალთ, ძველი აგურის თაღების ქვეშ დალაგებული ფერადი კერამიკა შეგახსენებს, რომ გემოვნება, ძველი ცოდნა და სიახლე კარგი ნაზავია იმისათვის, რომ შემორჩე და ვერ გადაწყვიტო რომელი ლამბაქი სჯობს, ფიროსმანის პერსონაჟებით რომაა მოხატული თუ ხევსურული პიგტოგრამებით, იქნებ ძველი თბილისური სადარბაზოებითა ანდა სახლებით.


“პოტერია” არის ადგილი სადაც საჩუქრის არჩევა რთულია, იმიტომ რომ ბევრი ერთად მოსწონთ, იმიტომ რომ ბევრი ერთნაირად მოსწონთ

 

საჩუქრის გაკეთება საკუთარი თავისთვისაც შეიძლება და სხვისთვისაც…შენაძენით, ასევე მასტერკლასებით.

“პოტერია” წინამძღვრიშვილის №60 -ში მდებარეობს,საინტერესო ადგილია, ნამდვილად ღირს რომ ერთხელ მაინც მოინახულოთ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად