პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელო დი სოუზას კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“მიუხედავად იმისა, რომ დღეს კორონავირუსის ანტიგენების არსებობის ტესტი ნეგატიური იყო, ცნობილი გახდა, რომ PCR ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა”, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში. განმარტებულია, რომ პორტუგალიის ლიდერს არ აქვს კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები.
უახლოეს მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები პრეზიდენტის მონაწილეობით გაუქმდა.