პორტლენდში ადამიანის სახის ამომცნობი სისტემების გამოყენება აიკრძალა

ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში აკრძალულია სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება. ღონისძიებას ერთხმად დაუჭირეს მხარი ქალაქის ხელისუფლების მრჩევლებმა. ინფორმაციას ავრცელებს CNN.

აკრძალვა დაუყოვნებლივ ვრცელდება ქალაქის ყველა განყოფილებაში, მათ შორის პოლიციის განყოფილებებში. მანამდე მსგავსი ზომები უკვე მიიღეს სან-ფრანცისკოსა და ოკლენდის, ასევე ბოსტონის ხელისუფლებამ. ამასთან, პორტლენდში აკრძალვა ასევე, ეხება კერძო ბიზნესს: 2021 წლის 1 იანვრიდან მაღაზიებს, რესტორნებსა და სასტუმროებს მოუწევთ უარი თქვან სახის ამოცნობის სისტემებზე.

“ტექნოლოგია მიზნად ისახავს ცხოვრების გამარტივებას. საჯარო და კერძო ინსტიტუტებმა არ უნდა გამოიყენონ იგი იარაღად იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, ვისაც ემსახურებიან”,- განაცხადა პორტლდენტის მერმა, ტედ უილერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად