პოროშენკოსა და ლუკაშენკოს დიალოგი: “მან ბინძური თამაში ჩაიფიქრა”

უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს დიალოგის ვიდეოჩანაწერს ავრცელებს. 

მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ, პოროშენკო ბელარუსის პრეზიდენტს ეუბნება, რომ უკრაინის წინააღმდეგ "მან არასამართლიანი და ბინძური თამაში ჩაიფიქრა".

საპასუხოდ, ლუკაშენკო ამბობს: "მე ვიცი, ვიცი. მაგრამ ყველა უკვე მიხვდა ამას…". ვიდეომასალაში ასახულია ასევე შემთხვევა, როდესაც პოროშენკოს დაცვის წევრმა ერთ-ერთ ოპერატორს მხარი ჰკრა, პოროშენკომ მას ადგომაში დაეხმარა და ბოდიში მოუხადა.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათიდან დაწყებული, მინსკში რუსეთის, საფრანგეთის, უკრაინისა და გერმანიის ლიდერებმა უკრაინაში კრიზისის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს. საბოლოოდ მინსკში მიღწეული წინა შეთანხმების, ცეცხლის შეწყვეტისა და მძიმე არტილერიის გაყვანის შესახებ შეთანხდნენ, რომელიც 15 თებერვლის 00.00 საათზე უნდა ამოქმედდეს. მოლაპარაკებები 16 საათი გრძელდებოდა.

კომენტარები
იტვირთება...