პოროშენკომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება პირდაპირ ეთერში გასცა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გენერალური შტაბის შენობიდან, პირდაპირ ეთერში მოუწოდა ყველა ძალოვან უწყებას, ადგილობრივი დროით 01.15 საათიდან შეწყვიტონ ცეცხლი. 

„ძალიან დიდი ფასი გადავიხადეთ ამ ბოლო 60 საათის განმავლობაში, მინსკის შეთანხმებები მთლიანად იქნება ჩვენს მიერ შესრულებული, მთელ მსოფლიოს მადლობას ვუხდით სოლიდარობისთვის. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ეროვნულ გვარდიას, შსს-ს, სასაზღვრო პოლიციას, უშიშროების სამსახურს, შეწყვიტეთ ცეცხლი“,-განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტთან ერთად თავდაცვის სამინისტროს და გენშტაბის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ადგილობრივ სამხედროებთან კავშირი დაამყარეს და ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება პირდაპირ ეთერში გასცეს.

შეგახსენებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მძიმე ტექნიკის აღმოსავლეთ რეგიონებიდან გაყვანის შესახებ მინსკში, სამმხრივ შეთანხმებებზე იქნა მიღწეული.

კომენტარები
იტვირთება...