A1 ბანერი

პოროშენკომ, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საკუთარი შანსები შეაფასა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრ პოროშენკო სრულიად დარწმუნებულია ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „უკრაინისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის ლიდერის თქმით, იგი ბევრს დადის ქვეყნის ფარგლებში და ხედავს მხარდაჭერას ხალხის მხრიდან. როდესაც ჟურნალისტებმა პეტრ პოროშენკოს თავისი შანსების შეფასება სთხოვეს 10-ბალიანი სისტემით, პოროშენკომ განაცხადა, რომ მას შეფასებას ხალხი მისცემს.

“ვფიქრობ, ეს სამართლიანი შეფასება იქნება”, – განაცხადა პოროშენკომ და აღნიშნა, რომ ბოლო 5წლის განმავლობაში უფრო მეტი გაკეთდა, ვიდრე გასული 23 წლის განმავლობაში.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს ჩატარდება. არჩევნებში სულ პრეზიდენტობის 39 კანდიდატი იღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...