პოროშენკომ გენერალური პროკურორის განცხადება გაგადგომის შესახებ დააკმაყოფილა

უკრაინის პრეზიდენტმა გენერალური პროკურორის ვიტალი იარემის განცხადება გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა. ამ ინფორმაციას ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი სერგეი კაპლინი ავრცელებს.

დეპუტატმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ ინფორმაცია პროკურორის გადადგომის შესახებ იური ლუცენკომ ფრაქციის სხდომაზე დაადასტურა. კაპლინი ფრაქცია „პეტრე პოროშენკოს ბლოკის“ წევრია, იური ლუცენკო კი – ფრაქციის თავმჯდომარე.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გენერალური პროკურორის გადადგომის შემთხვევაში, პოსტს მისი მოადგილე ვიქტორ შოკინი დაიკავებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად