პოროშენკომ, ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას რუსეთზე გამარჯვება უწოდა

შეთანხმებამ, რომელიც უკრაინისა და ევროკავშირის ასოცირებას ეხება, კიევს მოსკოვის გადათამაშების საშუალება მისცა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი პეტრ პოროშენკო თავის ოფიციალურ ტვიტერზე წერს.

"შემიძლია ფაქტების კონსტატაცია, რომ ჩვენ რუსეთის გადათამაშება მოვახერხეთ და უკვე ერთ წელიწადზე მეტია, რაც უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება მოქმედებს", – წერს პოროშენკო.

მისი თქმით, ევროკავშირის წილი უკრაინის ექსპორტიდან 42-43%-ს შორის მერყეობს და შესაძლოა 50%-ს მიუახლოვდეს. პოროშენკო აღნიშნავს, რომ ეს დანაკარგისთვის წონიანი კომპენსაციაა, რაც ქვეყანამ რუსეთის გამო იწვნია.

უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო, ხოლო დოკუმენტის ტექსტს 2011 წელს უყარეს კენჭი. 2 წლის შემდეგ, 2013 წელს, უკრაინამ შეთანხმების ხელმოწერის პროცესი შეაჩერა მას მერე, რაც ქვეყანაში მასობრივი აქციები დაიწყო, რასაც შედეგად ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა.

2014 წელს, მხარეებმა შეთანხმების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილს მოაწერეს ხელი, ხოლო მთლიანი დოკუმენტი ძალაში 2017 წლის სექტემბერში შევიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად