პოროშენკო: პუტინის ვიზიტი ყირიმში გამოწვევაა მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის

უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ, ვლადიმერ პუტინის რიგით მესამე ვიზიტს ყირიმში, "უკრაინის ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი" და "სიტუაციის გამამწვავებელი" უწოდა,-უკრაინის პრეზიდენტი, აღნიშნულის შესახებ კომენტარს, თავისი ოფიციალური ფეისბუქ გვერდით აკეთებს.

"პრეზიდენტ პუტინის უკრაინის ყირიმში, უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ვიზიტი – გამოწვევა მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის და სიტუაციის გამამწვავებელი სცენარის გაგრძელებაა. მსგავსი ვიზიტები, ძირითად შემთხვევებში, მომავალ მილიტარიზაციაზე მეტყველებს. ყირიმს მხოლოდ უკრაინაში დარჩენის შემთხვევაში აქვს მომავალი",-წერს უკრაინის პრეზიდენტი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...