პოროშენკო: მცოცავი პრორუსული ძალების შურისძიება ცხადი ხდება

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს შეფასებით, რევანშისტური ძალების შურისძიებაა ის, რომ დონბასში რუსული ენის დანერგვას ცდილობენ. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა.

მისი თქმით, “მცოცავი პრორუსული ძალების შურისძიება” ცხადი ხდება.

“ენობრივი ვაჭრობა უკრაინას ვერცერთ დივიდენდს ვერ მოუტანს და რუსეთსაც ვერ შეაჩერებს. რუსეთი ჩვენთან არ მოსულა არც ლუგანსკისთვის, არც დონეცკისთვის და არც ყირიმისთვის “, – განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის ყოფილი ლიდერის შეფასებით, შურისძიების მთავარი მიზანი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შეჩერებაა, ასევე უკრაინის საკუთარი გავლენის ქვეშ დაბრუნდება.
გარდა ამისა, პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დიპლომატებმა და იურისტებმა ევრო-ატლანტიკური ქარტია შეიმუშავეს. როგორც პოროშენკომ განაცხადა, ეს არის პოლიტიკური ძალების ქმედება, რომელიც უკრაინის ნატო-ში შესვლას დააჩქარებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად