პოროშენკო: აზოვის ზღვაში მომხდარი ინციდენტი აგრესიის დაუფარავი აქტი იყო

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ევროსაბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა, რომ ევროკავშირის საბჭომ აზოვის ზღვაში მომხდარი ინციდენტის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება შეათანხმა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელდა.

“მადლობას გიხდით თითოეული გადაწყვეტილების გამო, როდესაც ევროკავშირი ერთხმად გამოხატავს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს უკრაინის მიმართ, როგორც დღეს აჩვენა, როდესაც სანქციების შესახებ “აზოვის პაკეტის ” თაობაზე კონსენსუსი შედგა”, – განაცხადა პოროშენკომ.

მისი შეფასებით, უკრაინულ ხომალდებზე თავდასხმა აბსოლუტურად ცინიკური იყო.

“ეს იყო დაუფარავი აგრესიული აქტი უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების წინააღმდეგ, ეს იყო მცდელობა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს ქერჩის სრუტისა და აზოვის შავი ზღვის აუზის ოკუპაცია მოეხდინა”, – განაცხადა პოროშენკომ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა და მასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხი განიხილა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად