პოროშენკო: არჩევნებში მონაწილეობის საკითხის განხილვისთვის მზად არ ვარ

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებოთ, ის მზად არ არის, რომ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ტელეკომპანია “112 უკრაინა” იუწყება.

“ახლა მზად არ ვარ! იმიტომ, რომ ჩვენ საარჩევნო კამპანია არ გვაქვს. მართლაც ფიქრობთ, რომ ახლა ამის ადგილია?!”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პეტრო პოროშენკომ ასევე დასძინა, რომ ის უკრაინელ ხალხს ენდობა და არჩევნებზე მათი პასუხისმგებლობის იმედი აქვს.

ნოემბრის ბოლოს უკრაინის უმაღლესმა რადამ გადაწყვიტა, რომ  2019 წლის 31 მარტს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს.

ეს თარიღი მანამდე პარლამენტს პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ შესთავაზა. თუმცა, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ვარაუდობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა გადაიდოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად