პოროშჩენკოს განცხადებით, დონეცკში 600 უკრაინელი ტყვეობაშია

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშჩენკომ განაცხადა, რომ 600-ზე მეტი უკრაინელი სეპარატისტი მებრძოლების ტყვეობაშია. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე დაიწერა. 

ქვეყნის მეთაურმა ეს განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. „ბოლო ინფორმაციით სეპარატისტების ტყვეობაში უკრაინის 600 მოქალაქეა“ – ადასტურებს პრეზიდენტი საკუთარ ოფიციალურ გვერდზე. 

ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა და კიევი ტყვეების სიებს აზუსტებენ, გაცვლის პროცესის დასაწყებად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად