პოპვარსკვლავი კრის ვუ პეკინის პოლიციამ გაუპატიურების ბრალდებით დააკავა

ჩინელ-კანადელი პოპვარსკვლავი კრის ვუ პეკინის პოლიციამ გაუპატიურების ბრალდებით დააკავა.

კორეული პოპჯგუფის EXO-ს ყოფილი წევრი, ერთხელ უკვე დაადანაშაულა მოზარდმა მასთან სექსუალურ კავშირში, მისი თმით, ვუმ გოგონას სიმთვრალით ისარგებლა.

გოგონას თქმით, მას კიდევ 7 ქალი დაუკავშირდა, რომელთა შეცდენაც კრის ვუმ კარიერული და სხვა სახის დაპირებებით სცადა. გოგონას განცხადებით, რამდენიმე მათგანი 18 წელს მიუღწეველი იყო.

ვუ ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ ძალადობას და არასრულწლოვანთან კავშირს ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები
იტვირთება...