პომპეომ და უნგრეთის პრემიერმა რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლაზე იმსჯელეს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ უნგრეთის პრემიერმინისტრ, ვიქტორ ორბანთან მოლაპარაკებები გამართა. ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, პოლიტიკოსებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ნატო-ს გაძლიერება და “რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაპირისპირების” საკითხი განიხილეს.

ამას გარდა, მხარეებმა “ენერგეტიკული დივერსიფიკაციის” საკითხზეც იმსჯელეს.

ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთიდან ევროპულ ქვეყნებში ენერგორესურსები უნდა შემცირდეს. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთი და ჩინეთი ავტორიტარული ქვეყნებია.

„შეხედეთ უკრაინას, უნგრეთის მეზობელს, იმის გასაგებად, თუ რატომ არის ეს აუცილებელი. დღეს მე საგარეო საქმეთა მინისტრს ვესაუბრე, თუ რატომ არის აუცილებელი, რომ უკრაინის  სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭიროს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ პუტინმა ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის არეულობა წარმოშვას. უნგრელებმა საკუთარი ისტორიის მაგალითებით, იციან, რომ ავტორიტარული რუსეთი არასდროს იქნება პატარა ქვეყნების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დამცველი, “- განაცხადა პომპეომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...