პომპეომ და მარკ ესპერმა თეთრი სახლი დატოვეს, ტრამპი დამატებითი განცხადების გაკეთებას ჯერ არ აპირებს

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უაღრესად დაიძაბა. ორივე მხარის მხრიდან ისმის მუქარები.

ნაციონალური უსაფრთხოების ჩინოვნიკებმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა პომპეომ და თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა, აგრეთვე ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ახლახანს დატოვეს თეთრი სახლი.

თეთრი სახლის პრეს-მდივანი სტეფანი გრიშამის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აცნობეს მოსახლეობას, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია ერაყში ორ სამხედრო ბაზაზე განლაგებულ აშშ-ის ჯარებზე ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შესახებ, რაიმე დამატებითი განცხადების გაკეთება ამ საღამოს არ იგეგმება.

დღეს ფედერალურმა საავიაციო სამმართველომ განაცხადა, რომ აუკრძალა არასამხედრო ამერიკულ თვითმფრინავებს ერაყის და ირანის მიმდებარედ, სპარსეთის და ომანის ყურეებში ფრენა.

შეგახსენებთ, რომ ირანსა და აშშ-ს შორის სიტუაცია უაღრესად დაიძაბა.

ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი თავის ტელეგრამ არხზე აცხადებს, რომ აშშ-ს მხრიდან ირანის მიწის დაბომბვის შემთხვევაში, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი განახორციელებს დარტყმებს დუბაისა და ისრაელზე.

ირანმა აშშ-ს სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა. ალ-ასადის ბაზას, სადაც აშშ-ს საჰაერო ბაზებია განლაგებული 13 რაკეტა დაეცა. პენტაგონი საპასუხო ზომებით იმუქრება.

ირანი აცხადებს, რომ ეს იყო მათი რეაქცია ამერიკელთა ავიაიერიშის საპასუხოდ, რომლის დროსაც დაიღუპა ყასემ სულეიმანი. ირანისვე განცხადებით, განახორციელებს დარტყმას ამერიკის ტერიტორიაზე, თუ აშ სარაკეტო შეტევას პასუხს გასცემს.

თეთრი სახლის უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. სარაკეტო შეტევის ამსახველი პირველი ვიდეოკადრები გავრცელდა. დონალდ ტრამპი ოვალური კაბინეტიდან პირდაპირი ჩართვისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად