პომპეო: რუსეთი თავის მეზობლებთან შეიჭრა, ის პოლიტიკურ ოპონენტებს ანადგურებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა.

”რუსეთი თავის მეზობლებთან შეიჭრა, ის პოლიტიკურ ოპონენტებს ანადგურებს, თრგუნავს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობას.

რუსეთის ხელისუფლება ყირიმელი თათრებისა და უკრაინელების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის აგრესიას ეწინააღმდეგებიან, პოლიციურ რეიდებს და წამებას იყენებს”, -განაცხადა პომპეომ ბერლინში გამართულ კონფერენციაზე, სახელწოდებით “1989 წლის გაკვეთილები. თავისუფლება და ჩვენი მომავალი ”.

მან აღნიშნა, რომ ჩეჩნეთში, “ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ხელისუფლება არასასურველად მიიჩნევს, უბრალოდ ქრება”.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ასევე დასძინა, რომ ევროპაში ენერგომომარაგება რუსეთზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად