პომპეო: მისასალმებელია კვენტინ ტარანტინოს უარი, რომელიც მან ჩინურ ცენზურაზე განაცხადა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაი პომპეო მიესალმება რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს უარს, რომელიც მან თავის ბოლო ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“ ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით თქვა.

„მივესალმები კვენტინ ტარანტინოს უარს, რომელიც მან ჩინეთის მიერ დაწესებულ ცენზურასთან დაკავშირებით თქვა. ისეთი უფლება, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება, არ უნდა იყიდებოდეს“, – წერს პომპეო თავის Twitter-ზე.

18 ოქტომბერს, The Hollywood Reporter-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვენტინ ტარანტინო არ აპირებს ცვლილება შეიტანოს თავის ბოლო ნამუშევარში „ერთხელ ჰოლივუდში“ მას მერე, რაც ჩინურმა რეგულატორებმა მისი ფილმიდან კინოგაქირავების ცხრილიდან ამოიღეს. ფილმი ჩინეთის კინოგაქირავებაში 25 ოქტომბერს უნდა ჩაშვებულიყო.

ცენზურის მიზეზი კი, ჩინეთის კინემატოგრაფიის ეროვნული ადმინისტრაციისადმი მსახიობ ბრუს ლის შვილის, შენონ ლის მიმართვა გახდა. მას არ მოეწონა მამის პერსონაჟი, რომელიც ტარანტინოს ფილმშია წარმოდგენილი და მან კვენტინ ტარანტინოს ფილმში ამის შეცვლა მოსთხოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად