პომპეო: აშშ საჭიროების შემთხვევაში, თურქეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის მზადაა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრობლემების ძალისმიერი გზით გადაჭრის მომხრე არ არის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მზად იქნება, რომ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ, თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

”ჩვენ ომს მშვიდობა გვირჩევნია, მაგრამ თუ ჩვენგან მოქმედებაა საჭირო, ან თუნდაც სამხედრო რეაგირება, მაშინ უნდა გესმოდეთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყველაფრისთვის მზად არის”,-განაცხადა მაიკ პომპეომ CNBC-თან ინტერვიუში.

როგორც ტელეარხი განმარტავს, მაიკ პომპეომ თურქეთის წინააღმდეგ შესაძლო ძალისმიერ მეთოდების გამოყენება არ გამორიცხა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, ქვეყნებზე ზეწოლის მოსახდენად,  აშშ-ს პრიორიტეტი ეკონომიკური და დიპლომატიური ბერკეტების გამოყენებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად