პომპეო: აშშ-ს თურქეთისთვის ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციის დაწყებისთვის “მწვანე შუქი” არ აუნთია

აშშ-ს თურქეთისთვის ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციის დაწყებისთვის “მწვანე შუქი” არ აუნთია. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ PBS NewsHour– სთან ინტერვიუში განაცხადა.

”დიახ, ეს (ვაშინგტონის თანხმობა სირიაში ოპერაციის დაწყების შესახებ – “აიპრესი”) უბრალოდ სიცრუეა,” – განაცხადა პომპეომ.

სახელმწიფო მდივანმა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, აიღებს თუ არა შეერთებული შტატები თურქეთის თავდასხმების შედეგებზე პასუხისმგებლობას, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შემთხვევაში, თუ “ისლამური სახელმწიფო” კვლავ გააქტიურდება.

”ჩვენ ვაპირებთ მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ “ისლამურ სახელმწიფოს” არ აქვს ხალიფატი, რომელიც  სირიისა და ერაყის ფართო ზოლზე ვრცელდება, როგორც ეს იყო მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა თანამდებობა დაიკავა”, – დასძინა პომპეომ.

სახელმწიფო მდივნის თქმით, “ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან საფრთხე ერაყიდან მოდის.

”არსებობს ათეული სხვა ქვეყანა, სადაც რადიკალური ისლამური ტერორიზმის საფრთხე კვლავაც არსებობს. შეერთებული შტატები, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენს ძალებს განვათავსებთ, რესურსებს სათანადო გზით წარვმართავთ, რათა შეერთებული შტატებისთვის საფრთხე შემცირდეს”, -განმარტა პომპეომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად