პოლონეთში, საქართველოში, უკრაინაში და სლოვაკეთში ინფიცირებულთა რეკორდული ოდენობა გამოვლინდა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები განვლილი 24 საათის კოვიდსტატისტიკას აქვეყნებენ

ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ევროპის ოთხ ქვეყანაში ახალი ანტირეკორდი ფიქსირდება

პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 1967 შემთხვევა, წინა დღესათან შედარებით 413-ით და 25 სექტემბრის რეკორდულ რაოდენობაზე 380-ით მეტი. კორონავირუსით გარდაიცვალა 30 კაცი.

სულ, პოლონეთში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 93481 შემთხვევა, გარდაცვლილია 2543 კაცი.

ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 44,7. გარდაცვალებულა რაოდენობა ყოველ 100 000 კაცზე არის 0.77.

სამთავრობო საიტ stopcov. ge-ს ინფორმაციით, განვლილ 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების 448 შემთხვევა დადასტურდა, წინა დღის რეკორდულ რაოდენობაზე 122-ით მეტი.

16 აპრილის რეკორდული მაჩვენებელი (42) 8 სექტემბრიდან 16-ჯერ შეიცვალა, ბოლო 10 დღის განმავლობაში კი 9-ჯერ.

სულ, საქართველოში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 6640 შემთხვევა, გარდაცვლილია 39 კაცი.

ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 99,7. გარდაცვალებულთა რაოდენობა ყოველ 100 000 კაცზე არის 0.54

უკრაინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში გამოვლინდა 4069 კოვიდინფიცირებული, 42-ით მეტი გუშინდელ რეკორდულ რაოდენობაზე. კორონავირუსით გარდაიცვალა 64 კაცი.

სულ, უკრაინაში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 213028 შემთხვევა, გარდაცვლილია 4193 კაცი.

ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 107,1. გარდაცვალებულა რაოდენობა ყოველ 100 000 კაცზე არის 1,82.

სლოვაკეთის სამედიცინო ინფორმაციის ნაციონალურ საიტზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, განვლილ 24 საათში სლოვაკეთში 797 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 230-ით მეტი გუშინდელ რეკორდულ რაოდენობაზე.

სულ, სლოვაკეთში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 10938 შემთხვევა, გარდაცვლილია 48 კაცი.

ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 90,0-ს. გარდაცვალებულა რაოდენობა ყოველ 100 000 კაცზე არის 0,16.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა ანტირეკორდი.

აგრეთვე შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის მიერ ევროკავშირის ქვეყნებისთვის რეკომენდირებული პრინციპის თანახმად, სასაზღვრო შეზღუდვები არ უნდა შეეხოს იმ ქვეყნის მცხოვრებლებს, სადაც კოვიდინფიცირების შემთხვევები 50-მდეა ან კოვიდინფიცირების შემთხვევები 150-მდეა და დადებითი ტესტების რაოდენობა არ აღემატება 3% და უნდა შეეხოთ იმ ქვეყნებს, სადაც კოვიდინფიცირების შემთხვევები 150-ზე მეტია ან 50-ზე მეტია და დადებითი ტესტების რაოდენობა სჭარბობს 3%-ს.

საქართველოში 14 სექტემბრიდან ინციდენტობის მაჩვენებელს გამოითვლიან როგორც ორი კვირის მანძილზე ყოველდღიური ინციდენტობების საშუალოს. ასეთი მეთოდით დათვლილი ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 7,12-ს, ხოლო ბოლო კვირის კი 8,61-ს.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განმარტების თანახმად, მაღალი რისკის ქვეყნებად მიიჩნევიან 100 ათას მოსახლეზე 19-ს ზევით ინციდენტობის მაჩვენებელის მქონე ქვეყნები. მისი თქმით, 100000 მოსახლეზე 10-ზე ნაკლები ინციდენტობის მქონე ქვეყნები, პირობითად, მუქ მწვანე ზონაში მყოფებად განიხილებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად