პოლონეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ეგზიტპოლების თანახმად, ანჯეი დუდა მცირე უპირატესობით იმარჯვებს

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრა დასრულდა

IPSOS-მა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლების შედეგები გამოაცხადა. მცირე უპირატესობით მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა იმარჯვებს.

ეგზიტპოლის მიხედვით, ანჯეი დუდას ხმების 50,4% აქვს მიღებული, მის მოწინააღმდეგეს, ვარშავის მერ რაფალ ჩასკოვსკის კი 49,6%.

IPSOS აცხადებს, რომ საბოლოო შედეგები შესაძლოა გამოცხადებულისგან 2%-ით განსხვავებული აღმოჩნდეს.

არჩევნებში პოლონეთის მესამე რესპუბლიკისთვის რეკორდულმა 68,9%-მა მიიღო მონაწილეობა.

არჩევნების პირველ ტურში ანჯეი დუდამ ხმების 43,5% მიიღო, რაფალ ჩასკოვსკიმ 30,46%, ხოლო შიმონ ჰოლოვნიამ კი 13,87%.

საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას მმართველი, კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერის მქონე ანჯეი დუდა პოზიციონირებდეა როგორც კათოლიკური ღირებულებების დამცველი და სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამების მომხრე.

რაფალ ჩასკოვსკი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ვეტოს გამოყენების გზით ევროპის საბჭოს მიერ დემოკრატიული ნორმების წინააღმდეგ მიმართული სასამართლო რეფორმების შეჩერების პირობას დებდა.

არჩევნების ოფიციალური შედეგები 1 აგვისტომდე გახდება ცნობილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად