პოლონეთში, სამედიცინო სფეროს მუშაკებს და 50 წელს ზემოთ ასაკის პირებს მესამე დოზით აცრიან

პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო სამედიცინო საბჭოს რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს მუშაკების და 50 წელს ზემოთ ასაკის პირების მესამე დოზით აცრის შესახებ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ დღეს განაცხადა, რომ სამედიცინო სფეროს მუშკები და 50 წელს ზემოთ ასაკის პირები სრულად ვაქცინირებიდან 6 თვის შემდეგ შეძლებენ მიღონ ვაქცინის მესამე ანუ ბუსტერული დოზა.

ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე ვალდემარ კრასკას თქმით, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კორონავირუსისგან ვაქცინირებულთა დაცვის ეფექტი მცირდება. ამის გამო, პოლონეთის ხელისუფლებამ მსგავსად რიგი ქვეყნებისა და სამედიცინო საბჭოს რეკომენდაციით, მიიღო გადაწყვეტილება მესამე დოზით აცრაზე.

კრასკამ აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა ვაქცინაციის ეფექტურობას ადასტურებს.

რამდენიმე თვის წინ ანალოგიური რაოდენობა ინფიცირების შემთხვევაში 10-ჯერ მეტი ადამიანი იღუპებოდა, ვიდრე ახლა იღუპება, – განაცხადა ვალდემარ კრასკამ.

კომენტარები
იტვირთება...