პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა და მცირე მარნების ქვევრის ღვინოები. პრეზენტაციას უძღვებოდა ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Vinisfera’’-ს დირექტორი მარიუს კაპჩინსკი.

ღონისძიებას    ადგილობრივი იმპორტიორები, ღვინის მაღაზიებისა და ბარების წარმომადგენლები, ბლოგერები, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები დაესწრნენ. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული ღვინიები: 1. მწვანე (სატრაპეზო)- „თელავის ღვინის მარანი“; 2. რქაწითელი გლეხური – „თელიანი ველი“; 3. ქისი (ვინოტერა) – „შუხმან ვაინისი“; 4. კრახუნა – „ლაგვინარი“; 5. რქაწითელი – „თბილღვინო“; 6. მწვანე – „გოცას ღვინო“; 7. საფერავი – „გოცას ღვინო“; 8. ჩინური – „გოცას ღვინო“; 9. ქისი – „გოცას ღვინო“;  10. ჩინური – „იაგოს ღვინო“; 11. ხიხვი – „ჩოტაშვილის ვენახები“; 12. რქაწითელი – „ციხელიშვილის ღვინოები“; 13. ოცახანური საფერე-ცოლიკოური – „კვალითი“; 14. საფერავი – მეღვინეობა ,,ნიკა“ , 15. ნიკა ნიკა – მეღვინეობა ,, ნიკა“, 16. Datonoa- მეღვინეობა ,,ნიკა“, 17. ჭაჭა – მეღვინეობა ,,ნიკა“, 18. საფერავი – „ჩელთი“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართულ ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ბაზარზე და ზრდის შესაძლებლობას, რომ ქართულმა ღვინომ პოლონეთის ბაზარზე სათანადო ადგილი დაიკავოს.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად