პოლონეთში, მღვდლებმა ვამპირების, ჯადოქრებისა და მაქციების შესახებ წიგნები დაწვეს

პოლონეთის ქალაქ გდანსკში, მღვდლების ჯგუფმა, მრევლის დახმარებით, ერთ-ერთი ტაძრის მახლობლად, რამდენიმე წიგნი კოცონზე დაწვეს.

მათი თქმით, ეს წიგნები თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კოცონზე დაწვეს წიგნები ვამპირების, ჯადოქრებისა და მაქციების შესახებ.

აღნიშნულ წიგნებს შორის კი აგრეთვე იყო სტეფან მაიერის “ბინდი” და ჯოან როულინგის ჰარი პოტერის სერიები.

მღვდლებმა აგრეთვე დაწვეს სხვადასხვა ნიღბები და ქანდაკებები, რომლებიც უკავშირდებოდა განსხვავებულ რელიგიებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...