პანდემიის დაწყებიდან პოლონეთში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობამ 30 ათას ადამიანს გადააჭარბა, იუწყება TVN24.
ბოლო დღის განმავლობაში, პოლონეთში COVID-19 ინფექციის 14,151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 533 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან 144-ს თანმხლები დაავადება არ ჰქონდა. საერთო ჯამში, პოლონეთში პანდემიის დაწყებიდან დადასტურებულია კორონავირუსული ინფექციით 1.3 მილიონზე მეტი შემთხვევა, 1 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 30 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა პოლონეთში დადასტურდა 2020 წლის 4 მარტს.
27 დეკემბერს პოლონეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, ქვეყანაში 670 ათასი დოზა ვაქცინა ჩავიდა.