პოლონეთში ღვთისმშობლის შარავანდედი ცისარტყელის ფერებში გამოსახეს

პოლონეთის ქალაქ პლოცკში ღვთისმშობლის გამოსახულებით სტიკერები და პლაკატები გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ღვთისმშობლის შარავანდედი ცისარტყელას ფერებშია. როგორც პორტალი Onet წერს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ 51 წლის ქალი დააკავა.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოაჰიმ ბრუდზინსკიმ მიკრობლოგ Twitter- ზე დაწერა, რომ თავისუფლება და შემწყნარებლობა არავის აძლევს იმის უფლებას, მორწმუნეების გრძნობები შეურაცხყოს”. მან სტიკერებს კულტურული ბარბაროსობა უწოდა.

დაკავებულ ქალს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და რელიგიური ობიექტის ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. მას ჯარიმის გადახდა ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გარდა ამისა გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც ღვთისმშობელი აირწინაღშია გამოსახული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...