პოლონეთში, ბოლო 24 საათში, COVID19-ის გამო გარდაცვლილ ადამიანთა რეკორდულად მაღალი რიცხვი დაფიქსირდა

პოლონეთში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დღიური ზრდა იყო 954, რაც პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ Polsatnews იუწყება.

სიკვდილიანობის ბოლო ანტირეკორდი პოლონეთში დაფიქსირდა 25 ნოემბერს, როდესაც დღეში 674 ადამიანი დაიღუპა.

”დღეს სიკვდილიანობის დიდი რაოდენობა სამედიცინო დაწესებულებების დაგვიანებული ცნობების შედეგია, რომელიც გამოწვეულია საკურორტო სეზონით”, – თქვა ჯანდაცვის სამინისტრომ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...