პოლონეთში, 11 წლის ბავშვებმა, გართობის მიზნით, სადგომზე გაჩერებულ ავტომანქანებს ცეცხლი წაუკიდეს

პლონეთში, ლიუბლინის სავოევოდოში, 11 წლის ბავშვებმა სადგომზე გაჩერებელ ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს

შემთხვევა პოლონეთის ლიუბლინის სავოევოდოს ქალაქ დემბლინში მოხდა.

შაბათს, 22 მაისს, 11 წლის ბავშვებმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილ ავტოსადგომზე, გართობის მიზნით ავტომობილების მინები ჩაამსხვრიეს, ერთ-ერთი მანქანის სახურავი საღებავით დათხაპნეს და სავარძელს ცეცხლი წაუკიდეს.

სამშაბათს 3-დან 2 ბავშვი კვლავ შევიდა ავტოსადგომის ტერიტორიაზე და კიდევ ერთი ავტომობილის სალონს წაუკიდეს ცეცხლი. ამჯერად ბავშვები პოლიციის ოფიცრებმა და ავტომფლობელებმა დაინახეს და ისინი იქვე დააკავეს.

ბავშვებმა არ უარყვეს მატერიალური ზარალის მიყენების ფაქტი და აღნიშნეს, რომ ეს ყველაფერი გართობის მიზნით გააკეთეს.

სამივე მათგანი უახლოეს დღეებში ქალაქ რიკის ოჯახური და იუვენალური საქმეეების სასამართლოს წინაშე წარსდგება.

7 ავტომანქანის დაზიანებით მათი მეპატრონეებისადმი მიყენებული ზარალი წინასწარი ინფორმაციის 13 000 ზლოტად (~15 000 ლარი – „აიპრესი”) არის შეფასებული.

კომენტარები
იტვირთება...