პოლონეთმა სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი გამოაცხადა პერსონა ნონ-გრატად, მათ მიერ დიპლომატისთვის შეუფერებელი საქციელისთვის.

„ასეთი გადაწყვეტილების საფუძვლად იქცა დიპლომატიური სტატუსის დაღვევა და ამ პირების მიერ პოლონეთის რესპუბლიკისათვის ჩადენილი საზიანო საქმიანობა”, -ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებაში რუსეთის ელჩის გამოძახების შემდეგ გავრცელდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 აპრილს ასევე განაცხადა, რომ ის სრულად უჭერს მხარს აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

“მოკავშირეთა მიერ ერთობლივად მიღებული შეთანხმებული გადაწყვეტილება რუსეთის მტრული მოქმედებაზე ადეკვატურ პასუხს წარმოადგენს“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...