პოლონეთმა ამერიკისგან სარაკეტო სისტემა შეისყიდა

პოლონეთის ხელისუფლებამ შეერთებული შტატებისგან ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS შეისყიდა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეიარაღების შესყიდვის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ქვეყნის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავეცკი და თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშაკი გააკეთებენ.

სისტემა HIMARS (High Mobility Artillery Rocket System) წარმოადგენს მრავალფუნქციურ რეაქტიულ სისტემას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთს სარაკეტო სისტემის შეძენის უფლება 2017 წლის ნოემბერში მისცა.

კონტრაქტის საერთო ღირებულება 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კომპლექსთან ერთად, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლონეთმა უნდა მიიღოს M31A1 Unitary-ის 16 რაკეტა, ცხრა M30A1, ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი ATACMS M57 Unitary, რვა სანავიგაციო უნივერსალური მოწყობილობა РСЗО M270-სთვის და ხვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...