პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი ევროკავშირისთვის სერიოზული საფრთხეა

რუსეთი ევროკავშირისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა, მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთი ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რომ სერიოზული მოთამაშეა, იგი მოქმედი საფრთხეა დასავლეთის ინტერესებისთვის, დემოკრატიისთვის. ამიტომ, ევროპა და ევროკავშირი უნდა გაერთიანდნენ აქ და სხვა ქვეყნებთან, პირველ რიგში კი აშშ-სთან“, – განაცხადა ჩაპუტოვიჩმა.

გარდა ამისა, პოლონელმა მინისტრმა აგრეთვე კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნავს, რომ ევროპა უნდა მიისწრაფოდეს რუსეთთან დიალოგისკენ და რომ მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ არაფერი მოიტანა. მინისტრის განცხადებით, პოლონეთი აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს.

მისი თქმით, სანქციები მანამ უნდა შენარჩუნდეს, სანამ რუსეთი არ დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული კანონების დაცვას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად