პოლონეთის პრეზიდენტმა, ტრამპთან პრესკონფერენციაზე, ორჯერ ახსენა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია (ვიდეო)

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერთობლუვი პრესკონფერენცია გამართა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად. ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ორჯერ ახსენეს საქართველო და ორჯერ აღნიშნეს, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ანჯეი დუდამ ამერიკის პრეზიდენტს სიტყვით მიმართა: მინდა უღრმესი პატივისცემა გამოვხატო თქვენი და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. თქვენ ბრძანდებით ზესახელმწიფოს პრეზიდენტი როგორც სამხედრო ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

ნამდვილად ვერ გავკადნიერებდი და ვერ მივუთითებ აშშ-ს პრეზიდენტს, თუ საით უნდა გაუშვას თავისი ჯარისკაცები, ეს მისი გადასაწყვეტია. თუმცა ვიტყვი იმას, რომ ამერიკა ევროპისთვის ძალიან დიდი დასაყრდენია და თუ ვინმე მკითხავს და მეტყვის, ვარ თუ არა მზად, მივიღო ამერიკელი ჯარისკაცები პოლონეთში, გეტყვით, რომ მზად ვარ. ევროპის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც” – განაცხადა დუდამ.

შეგახსენებთ, რომ  დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მ გერმანიაში ამერიკული სამხედო ბაზების შემადგენლობა შეამცირა.

ტრამპმა ამავე პრესკონფერენციაზე განაცხადა: ერმანიაში ვამცირებ 52 000-დან 25 000-მდე ამერიკულ სამხედრო ბაზების შემადგენლობას. მათგან ზოგიერთი ამერიკაში დაბრუნდება, ზოგიერთი პოლონეთში ან სხვა ევროპულ ქვეყნებში.

ევროპის უსაფრთხოებაზე საუბრისას გაუსვა სწორედ ხაზი  პოლონეთის პრეზიდენტმა რუსეთის, როგორც აგრესორი სახელმწიფოს ქმედებებზე სამეზობლოში და ახსენა ყირიმი და საქართველო.

დუდა: მოგეხსენებათ,2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და მან მიიტაცა ყირიმი, უფრო ადრე კი ის შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. აგრესორ ქვეყანას, ბოლო 10 წელიწადში ამბიციები კიდევ უფრო მეტად გაეზარდა, რადგან ის 2008 წელს საქართველოში შეიჭრა და მიიტაცა ტერიტორიები. მადლობა, რომ მათი ეს ამბიციები შეაჩერეთ და ეს ნამდვილად არის თქვენი დამსახურება” – განაცხადა მან/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად