პოლონეთის პრეზიდენტი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს

პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს. ინფორმაციას გამოცემა Лига. Новости ავრცელებს.

ანდჟეი დუდას თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაგრძელდეს, რადგან ის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს არ ითვალისწინებს.
მისი განმარტებით, სანქციები მანამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ მოსკოვი ოკუპირებულ ტერიტორიებს – ყირიმს, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების ნაწილს უკრაინას საკუთარ კონტროლქვეშ არ დაუბრუნებს.
„ჩვენი პოზიცია ცალსახაა – სანქციების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს ყველაზე მშვიდობიანი გზაა, რათა ვაიძულოთ ქვეყანა, საერთაშორისო სამართლის სტანდარტები დაიცვას ”,- აღნიშნა დუდამ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან პრესკონფერენციაზე.
მან დასძინა, რომ პოლონეთი ყოველთვის “უკრაინის გვერდში იდგება“, რადგან “მან ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიბრუნოს “, რომელიც 2014 წლამდე არსებობდა.

შაბათს, 31 აგვისტოს, ვლადიმირ ზელენსკიმ ვარშავაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ანდჟეი დუდასთან შეხვედრა გამართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...