პოლონეთის პოლიციის დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს
პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილე, გენერალ-მაიორი პაველ
დობროჯეი, დელეგაციასთან ერთად ეწვია. დეპარტამენტს ასევე ესტუმრა
საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი, მარიუშ მაშკევიჩი.

სტუმრებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, სერგო
ძაგნიძემ უმასპინძლა და მათ უწყების მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილემ, პაველ დობროჯეიმ და
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს: ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული
საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის,
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო ექსპერტიზის,
კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის და სხვა ლაბორატორიები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი
განთავსებულია თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში. დეპარტამენტის
ლაბორატორიებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საერთაშორისო აკრედიტაციები.

კომენტარები
იტვირთება...