პოლონეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი მოქალაქეებს ყავით გაუმასპინძლდა (ვიდეო)

პოლონეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პირველი სამუშაო დღე არაფორმალური შეხვედრებით დაიწყო – ანჯეი დუდა დილიდან ვარშავის ქუჩებში ამომრჩევლებს ჭიქა ყავით უმასპინძლდებოდა.

გუშინ გამართულ არჩევნებზე, პოლონელებმა პრეზიდენტად ოპოზიციური პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ კანდიდატი ანჯეი დუდა აირჩიეს.

ყავით გამასპინძლებით დაიწყო დუდამ არჩევნების მეორე ტურის კამპანია და დღევანდელი აქციით მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პოლონელ ხალხს მხარდაჭერისთვის.

წინასწარი მინაცემებით, დუდამ ამომრჩეველთა ხმების 53% მიიღო. მისმა ოპონენტმა, პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ბრონისლავ კომაროვსკიმ 47%. კომაროვსკიმ უკვე აღიარა დამარცხება და ოპონენტს გამარჯვება მიულოცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად