პოლონეთი სამკვირიან საკარანტინო რეჟიმზე გადადის

პოლონეთი საშობაო არდადეგების დასრულების შემდეგ გადადის საკარანტინო ეროვნულ რეჟიმზე. ორშაბათიდან, სამი კვირის განმავლობაში, რესპუბლიკა თითქმის სრულ ჩაკეტილ რეჟიმში იცხოვრებს.

ხელისუფლების მიერ მარტში გამოცხადებული ეპიდემიური რეჟიმი კვლავ რჩება ძალაში. ნოემბრის დასაწყისში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში ნაწილობრივი კარანტინის რეჟიმის შემოღების შესახებ – დაიხურა კულტურული დაწესებულებები, სპორტული კომპლექსები, მოქალაქეებს ურჩიეს სახლში დარჩენა და დისტანციურად მუშაობა. ქვეყნის მასშტაბით დაინერგა პირბადეების ტარების რეჟიმი, სკოლის მოსწავლეები სწავლობენ დისტანციურად, რესტორნები, კაფეები და ბარები მხოლოდ წაღების რეჟიმში მუშაობენ. აკრძალულია ხუთზე მეტი ადამიანის შეკრება.

28 დეკემბრიდან 17 იანვრამდე პოლონეთში, ქვეყნის მასშტაბით არსებული შეზღუდვების გარდა, დაიხურება სასტუმროები, სათხილამურო ტრასები და მაღაზიები, გარდა საკვები, საყოფაცხოვრებო პროდუქციის მაღაზიებისა და აფთიაქებისა. ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ხალხის მასობრივი შეკრება საკურორტო ქალაქებში ქვეყანაში დაწყებული ორკვირიანი სასკოლო არდადეგების დროს.

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის ადამ ნედელსკის თქმით, თუ ასეთი ზომები არ იქნა მიღებული, შეიძლება დაიწყოს ეპიდემიის მესამე ტალღა, რომლის დროსაც ახალი შემთხვევების ყოველდღიური ზრდა 40 ათასს მიაღწევს, ხოლო უარეს შემთხვევაში – 50-60 ათასს, რომელსაც პოლონეთის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად