პოლონეთი, რუსეთთან მიმართებით საფრანგეთის პოზიციას არ იზიარებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი აცხადებს, რომ პოლონეთი არ იზიარებს საფრანგეთის პოზიციას, რომლის შესახებაც ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ისაუბრა. ამის შესახებ მანაც მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები მანამ უნდა შენარჩუნდეს, სანამ რუსეთი არ დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული კანონების დაცვას.

როგორც ემანუელ მაკრონმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა, ერთი მხრივ არაფერი შეცვალა, ხოლო მეორე მხრივ – ევროპისთვის დადებითი არაფერი მოიტანა.

„ჩვენი სანქციები, რაც რუსეთის წინააღმდეგ დავაწესეთ, რუსებს იმდენივე უჯდებათ, რაც ის სანქციები, რომლებიც საპასუხოდ რუსეთმა დაგვიწესა და რაც ეს ევროპელებს უჯდებათ, ამას კი არც ისე დადებითი შედეგები მოაქვს“, – განაცხადა მაკრონმა.

ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპას შეუძლია უფრო მკაცრადაც იმოქმედოს, თუმცა მისი მოსაზრებით, ამას დიალოგის გაფართოება სჯობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად