პოლონეთი რუსეთთან ევროკავშირის დაახლოების გამო შეშფოთებულია

პოლონეთი შეშფოთებულია იმით, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსეთის მიმართ უფრო მეგობრული ხდება. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარტინ ფშიდაჩმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

”როგორც ჩანს, ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა არ იცის, რომ მათი საქმიანობა აღიქმება, როგორც ურთიერთობების გაყინვის მცდელობა, და თუ ასეა, მათი პოლიტიკა შეცდომაა”, – განაცხადა მან.

ფშიდაჩი ირწმუნება, რომ რუსული მხარისთვის, ევროკავშირის ქვეყნებთან დაახლოება იმის ნიშანი იქნება, რომ ევროპა ყირიმის ანექსიას არ გმობს.
”არ არის იმის საფუძველი, რომ რუსეთის ლიდერები სხვადასხვა წვეულებებსა და ცეკვებზე მივიწვიოთ. აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად მას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს”,- დასძინა პოლიტიკოსმა.
მანამდე, საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები დროებითი ეტაპია და მათი გაუქმება ნებისმიერ დროს შეიძლება.
მან დასძინა, რომ რუსეთმა ” 2024 წლამდე განვითარების დიდი გეგმა გამოაცხადა”, რომელიც 12 ეროვნულ პროექტს მოიცავს.

20 ივნისს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები უკრაინაში მომხდარი მოვლენების გამო ექვსი თვით გაახანგრძლივა. ევროკავშირის წევრები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმებებს საკმარისად არ ასრულებს. იმავე დღეს, ყირიმის ანექსიის გამო, დაწესებული სანქციები ასევე ერთი წლით გაგრძელდა. შეზღუდვები ეხება ნახევარკუნძულიდან პროდუქციის იმპორტს, ყირიმში ინვესტიციებს, ტურიზმის სექტორს, ასევე პროდუქტებისა და ტექნოლოგიების ექსპორტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...