პოლონეთი რუსეთს მინსკის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიტოლდ ვაშიკოვსკი რუსეთს მინსკის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, აღნიშნულის შესახებ პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პრაღაში „ვიშეგრადის ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

"უკრაინა არ შეიძლება იყოს დამნაშავე იმაში, რომ მინსკის შეთანხმება არ სრულდება, რადგან მთავარი დამნაშავე რუსეთია. რუსეთი არ ტოვებს დონბასს, არც ცეცხლს წყვეტს რეგიონში, პირიქით, უფრო და უფრო მეტი რუსული იარაღია ყირიმში იმპორტირებული ამიტომ, მთავარი დამნაშავე რუსეთის ფედერაციაა“,-განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ რეფორმების განხორციელება უნდა გააგრძელოს. ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ რუსეთს ევროპისთვის ეგზისტენციალური საფრთხე უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვი ევროპაში ძალაუფლების აღდგენას ცდილობს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...