პოლონეთი COVID19-ის მესამე ტალღის პიკს გაზაფხულზე ელის

პოლონეთში COVID19-ის მესამე ტალღის პიკი მარტისა და აპრილის ბოლოსაა მოსალოდნელი. იუწყება Polskie Radio.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნედელსკიმ აღნიშნა, ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა დამოკიდებული იქნება კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებასა და შეზღუდვის ზომების დაცვაზე.

პროგნოზების თანახმად, ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 12 ათას ადამიანს მიაღწევს.

ადამ ნედელსკიმ მოუწოდა მოსახლეობას, შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია და ნიღბები ატარონ საზოგადოებრივ ადგილებში. ამ დროისთვის პოლონეთში COVID19–ის თითქმის 2,7 მილიონი ვაქცინაა გაკეთებული. 925 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო ორივე დოზა.

ჯონ ჰოპკინსის ამერიკული უნივერსიტეტის მონაცემებით, პოლონეთში სულ დაფიქსირდა კორონავირუსული ინფექციის 1,638,767 შემთხვევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...