პოლონეთი 2018-2019 წწ-ში გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი იქნება

გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის პოსტზე უკრაინას 2018-2019 წწ-ში პოლონეთი ჩაანაცვლებს. პოლონეთის გარდა, უშიშროების საბჭოს წევრებად აირჩიეს გვინეა, კოტ დ 'ივუარი, ქუვეითი და პერუ. ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ზე გაეროში შვედეთის მისია ავრცელებს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიტოლდ ვაშიკოვსკის განცხადებით, ეს „პოლონეთის დიპლომატიის გამარჯვება და ვარშავის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა“.

პოლონეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად 6-ჯერ აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ ვარშავის კანდიდატურას 192 ქვეყნიდან 190-მა დაუჭირა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოში ხუთი მუდმივი წევრია: ამერიკა, რუსეთი, ბრიტანეთი, ჩინეთი და საფრანგეთი. 10 არამუდმივ წევრთა შორის 3 ადგილი აფრიკის ქვეყნებს უკავია, 2 აზიის ქვეყნებს, ორი ადგილი ლათინური ამერიკის, 2  დასავლეთ ევროპის და ერთი ადგილი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად