პოლონელი ნატალია პარტიკა – ჩოგბურთელი, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია!

მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების მონაწილე 50 ქვეყნის 4000-ზე მეტ სპორტსმენს შორის არის ერთი პოლონელი სპორტსმენი ქალი, რომელიც მისდამი საგულშემატკივროდ თავისი ქვეყნის სპორტის მოყვარულებსა და რიგით მოქალაქეებთან ერთად სხვა ქვეყნებისასაც განაწყობს, ყველა შეახსენებს, რომ შეუძლებელი არაფერია, ყველას მომავლის რწმენას და იმედს უნერგავს.

პოლონელი მაგიდის ჩოგბურთელი ნატალია პარტიკა 29 წლის წინ მარჯვენა ხელის (მტევნის) და წინამხრის გარეშე დაიბადა.

11 წლის ასაკში ნატალია პარტიკა 2000 წლის სიდნეის პარაოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო, 2004-2008-2012-2016 წლების პარაოლიმპიურ თამაშებზე ოთხჯერ ერთეულთა თანრიგში და ერთხელ გუნდურში მოიპოვა ოლიმპიური ოქროს მედალი.

2008 წელს ნატალია პარტიკა სამხრეთ აფრიკელ მოცურავე ნატალი დიო ტუასთან ერთად გახდა პირველი, ვინც როგორც პარაოლიმპიურ, ისე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა.

ნატალია პარტიკა არის აგრეთვე 2012 და 2016 წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილე.

მინსკის ევროპულ თამაშებზე ნატალია პარტიკამ თანაგუნდელებთან ერთად ქალთა გუნდური შეჯიბრების მერვედფინალში რუსებს სძლია, მეოთხედფინალში ავსტრიელებს – 3:1 და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პარტიკამ წინა ორი შეხვედრის მსგავსად წყვილებში, ნატალია ბაჟორთან ერთად, მოიგო შეხვედრა, თუმცა დარჩენილ ოთხი შეხვედრიდან მისმა თანაგუნდელებმა მხოლოდ ერთი მოიგეს და საბოლოოდ პოლონეთმა დათმო მატჩი გერმანიასთან – 2:3. ნატალია და მისი თანაგუნდელები ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდებიან. მათი მეტოქე უნგრეთი ან რუმინეთი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...