პოლონელი მოძღვარი მარიხუანას მოხმარებისთვის დააპატიმრეს

პლონეთის ქალაქ გლივიცეში სასულიერო პირი მარიხუანას მოხმარებისთვის დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალება Radio Poland იტყობინება.

კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი მარიხუანას 16 და 17 წლის მოზარდებთან ერთად ეწეოდა. ქალაქის პოლიციამ მათ ქალაქის განაპირას, ტყეში მიაგნო. 

სასულიერო პირის ავტომობილში სამართალდამცავებმა 2,5 გრამი ნარკოტიკი იპოვეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ დაკავებული ქალაქ გლივიცეს წმინდა ბართლომეს სახელობის კათოლიკური ეკლესიაში მსახურობდა.

ეკლესიის წინამძღვარმა ეს ინფორმაცია ჟურნალისტებისგან შეიტყო და კომენტარისგან თავი შეიკავა. ჯერ-ჯერობით არც სამართალდამცავები აზუსტებენ, რა სასჯელი ელის დაკავებულს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად