პოლიციის დამხმარე ძაღლმა მანქანის წინა დაფაში ჩამალულ ფულს და ძვირფასეულობას 30 წამში მიაგნო (ვიდეო)

ესპანეთში, პოლიციიის დამხმარე ძაღლმა მანქანის წინა დაფაში ჩამალული ფულს და ძვირფას ნივთებს 30 წამში მიაგნო

კადისის პოლიციამ ავტომობილი გააჩერა და სალონში დამალული ნარკოტიკის ძებნა ამ საქმეში გაწაფულ კოკოს მიანდო.

კოკო მანქანაში შეხტა და 30 წამში მანქანის წინა დაფაზე (ე.წ. ტორპედოზე) დაადო თათი, აქ რაღაც არის ჩამალულიო, – მიანიშნა პოლიციის ოფიცრებს.

ოფიცრებმა კოკო მაშინვე დაასაჩუქრეს, თავად კი მანქანის წინა დაფაში ჩამალული დიდი რაოდენობით ფულის და ძვირფასი ნივთების ამოღება დაიწყეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად