პოლიციელთა სამსახურში მიღების წესი იცვლება და საგამონაკლისო შემთხვევები აღარ იარსებებს

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პოლიციელთა სამსახურში მიღების წესი იცვლება და ყველა მათგან შსს-ს აკადემიაში სწავლა და სტაჟირების გავლა მოუწევს. ამის შესახებ მეზვრიშვილმა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

"მთლიანად იცვლება არამხოლოდ უბნის ინსპექტორების, არამედ პოლიციელების სამსახურში მიღების წესი. პოლიციელები საგამონაკლისო წესით სამსახურში ვეღარ მოხვდებიან. ამ ეტაპზე ამაზე ვმუშაობთ. პოლიციელები სტაჟირების გავლით მოხვდებიან სამსახურში. გაივლიან პროფესიულ სტაჟირებას, შემდეგ გაივლიან აკადემიაში გადამზადებას. ეს იქნება სამინისტროში სამსახურის დაწყების ერთადერთი გზა და არანაირი გამონაკლისის წესი აღარ იარსებებს",- განაცხადა მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად