პოლიციელს, რომელსაც ახალგაზრდა კაცის გაუპატიურებას ედავებიან, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელს, რომელსაც ახალგაზრდა კაცის გაუპატიურებას ედავებიან, აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ მიიღო.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სრულად გაიზიარა პროკურორ დავით პაპავას შუამდგომლობა, ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის ა.დ-ს საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება მამაკაცის სავარაუდო გაუპატიურებას ედავება და აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 იანვარს ჩაინშნა.

როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, პოლიციელი გუშინ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიყვანეს.
უწყების განცხადებით, გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს და ბრალდებულ მამაკაცს ბრალი კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარედგინება.

როგორ დაზარალებული ამბობს, ფაქტი რამოდენიმე დღის წინ ჩხოროწყუში მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად