პოლიციელის სიცოცხლის გადარჩენისთვის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმები დააჯილდოვა

23 დეკემბერი მედიცინის მუშაკის დღეა. თარიღთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საზოგადოებას 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგენა და ტრადიციულად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა.

წელს სიგელი 20-მდე ღვაწლმოსილ და იმ ექიმს გადაეცა, რომლებმაც მიმდინარე წელს კრიტიკულ ვითარებაში გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი და გადაარჩინეს კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე.

დაჯილდოვებულებს შორის მოხვდნენ ექიმები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ოპერაცია, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაჭრილ სამართალდამცავს გაუკეთეს.

ღონიესძიებას ესწრებოდნენ მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ბენეფიციარები, რომლებმაც 2019 წელს ისარგებლეს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებით.

სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებების პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებს მიეწოდა სხვადასხვა სახის 350 487 სერვისი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად